Კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს შპს მაქს სერვისი (ს/კ: 437371416) (შემდგომში „კომპანია“ ჩვენ მიერ მართულ Georgian.ge-ს („ვებ-გვერდი“). თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
წინამდებარე დოკუმენტში განვმარტავთ პრინციპებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცამების დამუშავებისას, ასევე განვიხილავთ თუ როგორ უზრუნველყოფს კანონმდებლობა თქვენი უფლებების დაცვას. ასევე დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს კომპანია თქვენ შესახებ მაშინ როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი და როგორ ხდება ამ მონაცემების გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. აგრეთვე, როგორ მუშავდება მონაცემები საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) შესაბამისად.
ჩვენ, შპს მაქს სერვისი (ჯორჯიან.ჯი) ვაცხადებთ რომ:
- დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას;
- არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ;
- თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით
შპს მაქს სერვისი (ს/კ: 437371416) (შემდგომში „კომპანია“ ჩვენ მიერ მართულ Georgian.ge-ს („ვებ-გვერდი“). წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ ციფრული კომერციის ერთ-ერთი ინოვაციურ პლატფორმას, www.Georgian.ge | ჯორჯიან.ჯი - ქართული, სტარტაპ კომპანიაა, რომელიც მზად არის დაეხმაროს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მსოფლიოში მოქმედ მცირე, საშუალო თუ მსხვილ კომპანიებს ყიდვა-გაყიდვაში, რეკლამირებაში. რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი.
საიდენტიფიკაციო კოდი: 437371416
იურიდიული მისამართი: გრიშაშვილის 2A, ბათუმი, საქართველო ჩვენს შესახებ მეტი იხ. ვებგვერდზე: https://www.georgian.ge/about-us
როგორ გიცავთ კანონი
თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობითა და და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) შესაბამისად. შესაბამისად, ზემოაღნიშნული რეგულაციების საფუძველზე თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, კომპანია ვალდებული იქნება, მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია.
ჩვენ უფლება გვაქვს, გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არებობს კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი.
წყაროები, საიდანაც მოვიპოვებთ პერსონალურ მონაცემებს
ვებ გვერდზე რეგისტრაციისას თქვენ უთითებთ შემდეგ ინფორმაციას:
- მობილურის ნომერი;
- ელექტრონული ფოსტა;
- მისამართი;
- სახელი და გვარი;
- ონლაინ მაღაზიაში ავტორიზაციისთვის ფასვორდი;
- სხვა დამატებითი ნებაყოფლობით შესავსები ინფორმაცია თქვენ შესახებ.
რეგისტრაციისთვის აუცილებელია ამ ინფორმაციის მითითება, მათ გარეშე მომხმარებელი ვერ დარეგისტრირდება ვებ გვერდზე.
შეკვეთის გაფორმების შემდეგ ანგარიშსწორებისას ვებ გვერდი გადაგამისამართებთ ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც შეგყავთ თქვენი ბარათის მონაცემები და ადასტურებთ გადარიცხვას. ჩვენ არ გვაქვს წვდომა თქვენი ბარათის მონაცემებზე. ისინი არ ინახება ჩვენთან.
არავის გადასცეთ ინფორმაცია ვებ გვერდზე თქვენი მომხმარებლისა და ფასვორდის შესახებ.
„მზა ჩანაწერები“ (Cookies)
Cookie (მზა-ჩანაწერები) არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელსაც თქვენი ბრაუზერი ან აპლიკაცია ინახავს თქვენსავე მოწყობილობაში (კომპიუტერში, სმარტფონში ან პლანშეტში). ეს ფაილები ეხმარება ვებგვერდს შეუფერხებელ ფუნქციონირებასა და ეფექტურობის გაუმჯობესებაში. Cookie ფაილების დახმარებით ხდება ვებ-გვერდის გამოყენებაზე დაკვირვება, მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზება და ვებ-გვერდის გაუმჯობესება. ამასთანავე, Cookie ფაილებს ვიყენებთ თქვენს ინტერესებზე მორგებული მარკეტინგული შეთავაზებების მოსაწოდებლად.
თქვენი უფლებები, თქვენ უფლება გაქვთ:
1. მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;
2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიები დააფიქსიროთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში;
3. ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ ან შეზღუდოთ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რასთან დაკავშირებითაც უნდა გვაცნობოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 5-10 სამუშაო დღის ვადაში შევწყვიტოთ მონაცემების დამუშავება. თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას ან მოითხოვთ ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის/პროფილის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.
როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს ავტომატური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში