წესები და პირობები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, წინამდებარე დოკუმენტში თქვენ ეცნობით შპს „მაქს სერვისი“-ს (ს/კ: 437371416) ჩვენ მიერ მართულ  ვებგვერდის  www.Georgian.ge-ის,   მოხმარების წესებსა და პირობებს. ამ წესების და პირობების გაცნობით, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ მოგაწოდოთ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საიტის მომხმარებელსა და მოხმარებასთან. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებ-გვერდით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენი ვებგვერდის გამოყენების პირობებს. ზოგადი წესები და მოქმედების სფერო საიტის გამოყენების წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას თქვენ და ჩვენ შორის. თქვენ მიერ სერვისებით სარგებლობის ფაქტი ავტომატურად მოგაქცევთ საიტის გამოყენების წესების და პირობების მოქმედების სფეროში და გულისხმობს იმას, რომ თქვენთვის ცნობილია საიტის გამოყენების წესები და პირობები და სრულად ეთანხმებით მათ. საიტის გამოყენების წესებისა და პირობების მოქმედება თანაბრად ვრცელდება სერვისის მომხმარებელზე, იმის მიუხედავად, თუ რომელი ტექნიკური საშუალების გამოყენებით ხდება სერვისებზე წვდომის მოპოვება, იქნება ეს ვები (WWW), მობილური ტელეფონი, RSS არხი, მესამე პირების მიერ შექმნილი საკომუნიკაციო პლატფორმები თუ სხვა ნებისმიერი საშუალება.


1.  რეგისტრაცია

1.1.  ვებ-გვერდზე განცხადების, პროდუქტის ან მომსახურების განთავსებისთვის მომხმარებელმა უნდა გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია ვებ-გვერდზე.
1.2. რეგისტრაციის დასრულება ითვალისწინებს ელექტრუნული დადასტურებას და წინამდებარე „გამოყენების წესებზე“ თანხმობას, რომელიც აღნიშნულია რეგისტრაციის ფორმაში. მომხმარებელი რეგისტრაციის დასრულებით ადასტურებს, რომ მის მიერ მითითებული ინფორმაცია უტყუარია.
1.3. რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.
1.4. რეგისტრაცისას მომხმარებლის ტელ-ნომერი აუცილებლად უნდა იყოს მის მფლობელობაში ასევე არსებული აქტიური ელ-ფოსტის მისამართი.
1.5. მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები, საკონტაქტო ნომერი, ელექტონული ფოსტის მისამართი,  მდებარეობა.


2.  განცხადების დამატება

2.1. მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქტ/სერვისზე;
2.2. აკრძალულია განცხადებაში სარეალიზაციო  ამსახველი ფოტოსაგან განსხვავებული ვიზუალის ატვირთვა (მათ შორის, ატვირთული ფაილი არ უნდა იყოს: სააგენტოს/სამშენებლო კომპანიის სასაქონლო ნიშანი/ლოგო, სხვა პროდუქტის/სერვისის ამსახველი ფოტო, ფოტოზე დატანილი ავტორის ვებ გვერდის, ტელეფონის ნომრის, შეთავაზებული მომსახურებისა თუ სხვა სახის გარეშე ინფორმაციის შემცველი).
2.3. მომხმარებელს არ აქვს უფლება! პორტალზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. 
2.4. პორტალზე განცხადების დამატების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა.
2.5. განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული პროდუქციის ან მომსახურების რეალიზაციის უფლება. 
2.6. მომხმარებელს შეუძლია განათავსოს განცხადება პროდუქციის თუ მომსახურების შესახებ. აღნიშნული პროდუქცია ან მომსახურება აუცილებლად უნდა მიეკუთვნებოდეს შესაბამის  კატეგორიას.

3.  უფასო განცხადების ლიმიტი და დამატებითი საფასურები

3.1.  ვებ გვერდზე, თვის განმავლობაში, განცხადების  დამატება არის ულიმიტო და  უფასო, განცხადების მოქმედება,  განისაზღვრება 100 დღით და ხელმისაწვდომია მისი განახლება.  ყოველი შემდგომი განცხადების დამატების ტარიფი და პირობები რეგულირდება მომხმარებლის თანახმად.  
3.2.  ვებ-გვერდზე მოცემულია უფასო და  ფასიანი სერვისების პაკეტები. პლატფორმაზე განთავსებული პირობების შესაბამისად. შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პაკეტი.

4.  აკრძალული ოპერაციები და დამატებითი გარანტიები:


4.1. კომპანიის პლატფორმის საშუალებით მკაცრად აკრძალულია შემდეგი ნივთის/მომსახურების შეძენა ან/და გაყიდვა:

• ნარკოტიკული საშუალებები ან მასთან დაკავშირებული ატრიბუტები;
• ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა;
• საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები;
• პორნოგრაფიული მასალა;
• მთავრობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ლიცენზიები, ასევე რეპროდუქცია და ინოვაციის ნიმუშები;
• არალიცენზირებულ ლატარიასა და აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებული მომსახურება;
• მრავალდონიანი მარკეტინგული, პირამიდის სტილის სავაჭრო ან Ponzi სქემები, მატრიცა პროგრამები ან სხვა სწრაფი გამდიდრების სქემები ან მაღალშემოსავლიანი საინვესტიციო პროგრამები;
• საქონელი/ნივთი ან მომსახურება, რომელიც არღვევს მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომელიც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ელექტრონული სახის გადმოსაწერი პროგრამებით არაკანონიერ სარგებლობას;
• საქონელი/ნივთი ან მომსახურება, რომელიც არ აკმაყოფილებს მისი პორტალზე განთავსების დროისთვის არსებულ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოქმედ მოთხოვნებს.

4.2. კომპანია უფლებას იტოვებს, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გაზარდოს ან შეამციროს აღნიშნული აკრძალული ოპერაციების კატეგორიები;

4.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი განახორციელებს, ან შეეცდება განახორციელოს ოპერაცია ამ მუხლში მითითებული ამკრძალავი დებულებების დარღვევით, კომპანია უფლებას იტოვებს მიიღოს შესაბამისი ზომები;

• შეწყვიტოს ან შეაჩეროს მომხმარებელის პირადი ანგარიშით განხორციელებული ოპერაცია; ან/და
• ხარვეზის აღმოფხვრამდე ჩათიშოს პრობლემური პროდუქტი/ნივთი/მომსახურება პლატფორმიდან ან/და;
• აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს განხორციელებული ოპერაციის შესახებ; ან/და
• შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მხარეთა შორის არსებული დამატებითი შეთანხმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და; • დაბლოკოს/წაშალოს პორტალზე არსებული მომხმარებლის ანგარიში (პროფილი) ან/და
• მოითხოვოს დამდგარი ზიანის ანაზღაურება.

  

5. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
 

5.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ამ წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადების (ელექტრონულად მონიშვნის) შემდეგ და ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის/ანგარიშის (პროფილის) გაუქმებამდე.

5.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს.

5.3. მომხმარებელი ხელშეკრულების შეწყვეტას ახდენს კომპანიისთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების (ელ-ფოსტით) გაგზავნის გზით. მომხმარებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების კომპანიისთვის გაგზავნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღეში სრულად დაფაროს კომპანიისა და სხვა მომხმარებლის წინაშე არსებული დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეასრულოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული ვალდებულებები.

5.4. გამყიდველი/მომსახურებისმიმწოდებელი/მასპინძელი/განმცხადებელი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად უზრუნველყოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე რეალიზებულ საქონელზე/ნივთებზე/პროდუქციაზე გაცემული საგარანტიო პირობების ფარგლებში შესაბამისი მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე სერვის ცენტრის/საგარანტიო მომსახურება.

6. ჰიპერბმულები
 

6.1  იმ შემთხვევაში თუ ვებ გვერდზე მოცემულია ჰიპერბმული, რომელიც გადამისამართდება ,,ჯორჯიან.ჯი"- ვებგვერდზე, მაშინ მოქმედებს ვებგვერდის გამოყენების წინამდებარე პირობა. თუ ჰიპერბმული გადაგამისამართებთ სხვა კომპანიის მფლობელობაში მყოფ საიტზე, მაშინ სხვა საიტის მოხმარების წესები დაექვემდებარება მათივე საიტზე განთავსებულ წესებს.
 

7. ნივთის დაბრუნების/შეცვლის ან/და თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა
 

7.1. მყიდველი, სტუმარი, კლიენტი, დამკვეთი,  ადასტურებს, რომ შეძენილი ნივთის/მომსახურების მიღების შემდგომ მისი უკან დაბრუნების/შეცვლის ან/და თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის პრეტენზია წარედგინება მხოლოდ გამყიდველს.

 

8. კომპანიის პასუხისმგებლობის გამორიცხვა
 

8.1. მყიდველი, სტუმარი, კლიენტი, დამკვეთი ადასტურებს, რომ კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნივთის/მომსახურების რაიმე სახის უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში, აღნიშნულის თაობაზე მყიდველი მიმართავს მხოლოდ გამყიდველს.


9. თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი
 

9.1 კომპანიის პლატფორმაზე უჩვეულო ან საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს:  | ონლაინ დახმარება  | ელ-ფოსტა:  info@Georgian.ge | ტელ:  (+995) 32 242 09 08 

9.2. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს,  ან ვებგვერდზე არსებული სხვა საკომუნიკაციო არხებით), იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის (პროფილის) უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით;

 

 10.  VIP განცხადება

    - მომხმარებელს საშუალება აქვს, განაცხადის ვებ-გვერდზე განთავსების შემდეგ, ნებისმიერ დროს მიანიჭოს მას VIP სტატუსი, რაც გულისხმობს განცხადების განთავსებას ვებ-გვერდის მოწინავე პოზიციაზე, ვიზიტორებისათვის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას.
    - სასურველი VIP პაკეტის შერჩევა შესაძლებელია ვებ-გვერდზე განცხადების დამატების დროს.
    - პაკეტი გააქტიურდება შეძენის შემდეგ დაუყოვნებლივ.
    - პაკეტის ვადის გასვლის შემდგომ, განცხადებას ეთიშება VIP სტატუსი და ინაცვლებს სტანდარტულ პოზიციაზე.
 

11.  რეკლამა Facebook-ზე

   11.1  მომხმარებელს საშუალება აქვს, განაცხადის ვებ-გვერდზე განთავსების შემდეგ, ნებისმიერ დროს განათავსოს  კომპანიის Facebook - ჯგუფებში  მისი განცხადება, რათა გაზარდოს მნახველთა რაოდენობა და ინტერესი.
   11.2  განცხადების დამატებისას  დაუყოვნებლივ,   მოგენიჭებათ  განცხადების ID კოდი ამ კოდით კი (შესაძლებელია კომპანიაში არსებული 5M  სოც, რესურსში უფასოდ გაზიარება თქვენი განცხადების) 

12.  რა შემთხვევაშია შესაძლებელი შეკვეთის/სერვისის გაუქმება და თანხის დაბრუნება?

12.1. სერვისის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელოა მხოლოდ მაშინ, როცა კომპანია ვერ ასრულებს მომხმარებლის მიერ არჩეულ სერვისს ხარვეზის გამო და აღნიშნულ სერვისში მომხმარებელს წინასწარ აქვს გადახდილი თანხა.
 

ცვლილებები  წესებში და პირობებში
 

აღნიშნული წესები და პირობები ექვემდებარება გადახედვას და შეცვლას. ამიტომ, გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ მას. ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილების განხორციელების თაობაზე. ცვლილება, ანდა დამატება ძალაში შედის www.Georgian.ge -ზე გამოქვეყნებისთანავე.
(ბოლო განახლება: 28 მაისი, 2023 წელი.)

საკონტაქტო ინფორმაცია: 
 

ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციას, ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:

 | ონლაინ დახმარება

 | ელ-ფოსტა: info@Georgian.ge

 | ტელ:  (+995) 32 242 09 08

Search for a city or select popular from the list
The account with the email address already exists on the site. To synchronize with Social Network Login plugin please enter the password to your account on the site.